“რესპუბლიკელები” არ არიან ჩვენი კონკურენტები და პოლემიკის გაღრმავება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, წერილის გამოქვეყნების შემდეგ ფიქრობს, რომ პოლემიკის გაღრმავება საჭირო არ არის.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. წერილში დავით უსუფაშვილი ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი.

“პატივს ვცემთ “რესპუბლიკურ პარტიას” და ყველა სარჩევნო სუბიექტს, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში. განსაკუთრებით, ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს კოალიციაში. მათ ვუსურვებთ წარმატებას ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, თუმცა რაც შეეხება პოლემიკას, გვაქვს დღის წესრიგი საარჩევნო აგიტაციისას, მაგრამ არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს ამ საარჩევნო სუბიექტთან პოლემიკის გაღრმავება. ისინი არ არიან ჩვენი კონკურენტები გამარჯვების კუთხით და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ კონკრეტული პოლემიკის გაღრმავება”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში

banner
წინა სტატიაშითბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონი დაიტბორა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: განსაკუთრებით რთული მდგომაროება არსად გავქვს