,,რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტარციას ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდა”

რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტარციას ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდა,- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება რესპუბლიკელების მხრიდან მკაფიო შეფასებას იწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტს ვინმე უსამართლოდ შეუტევს, მას ძველებურად არ დავიცავთ.

„რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ს და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტარციასაც ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თანამდებობების საკითხს უკავშირდება, ეს ასე არ არის, რადგან თუ პრემიერმა შესაბამის აქტს ხელი არ მოაწერა, არჩევნები მაისში ვერ ინიშნება. მეორე მხრივ კი, ჩვენი მინისტრები მთავრობაში მაისამდე იქნებიან, ივნისამდე თუ აგვისტომდე, ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არჩვნებთან დაკავშირებით სიმართლე პრემიერის და მთავრობის მხარესაა.

„პრეზიდენტმა კი თქვა, თუ ბიუჯეტში საკმარისი ფული არ არის, ჩემი ფონდიდან დავაფინანსებო, მაგრამ პრეზიდენტის ფონდიც ბიუჯეტისაა და ეს ფული პრეზიდენტის პირადი ფული არ არის. პრემიერი სწორად მოიქცა, როცა პრეზიდენტს ხელი არ მოუწერა, რადგან არჩევნებამდე 6 თვით ადრე არც მედია ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში და არც ბიუჯეტი არ გაფლანგა. როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმალამოღებული ლაშქრობა მიდიოდა, “რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის იცავდა“,-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

გადაცემა 2030-ში საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელებს“ ის პრობლემა აქვთ, რომ არჩევნებში ცალკე გადიან, მაგრამ მაინც უნდათ, თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, ეს ამ პარტიის პრობლემაა და მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება.

როგორც მან აღნიშნა, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნების თარიღის გაცხადებას წინა ხელისუფლებისაგან ყოველთვის ითხოვდა, ეს პარტია კოალიციაში აღარ არის და მათი პოზიცია ცოტა გაუგებარია.

ამასთან, “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის არაადეკვატურს უწოდებს.

როგორც ბერძენიშვილმა დღეს ჟუნალისტებს განუცხადა, პრემიერის შეთავაზება გონივრული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულება მაისში უნდა გამოსცეს, რაც ღიმილის მომგვრელია.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე – მთავრობას არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნა სურდა
შემდეგი სტატიადოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ ტყუილს ადასტურებს