რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა , რომელიც 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“ – აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.
რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა
შემდეგი სტატია7 საუკუნის სომხური ტაძრის ზარებს, ირანი თურქეთს გადასცემს