„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას გმობს.

„სულ მცირე ათზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელდა თავდასხმა ამ დილით, მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები დედაქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ მასობრივ შეტევას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს ყველა ეს თავდასხმა, ნათელი მოჰფინოს მათ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშიპრაიდის ორგანიზატორი: სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი?!
შემდეგი სტატიაკონტრაქციაზე დაშავებული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია