„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს.

„ასობით ჟურნალისტი შეიკრიბა დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას პატივის მისაგებად, რომელიც ექვს დღეში გარდაიცვალა ულტრა-მემარჯვენე თავდამსხმელების მიერ ცემის შემდეგ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ოფიციალური გამოძიებისკენ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ გუშინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ვრცლად არის აღწერილი ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემთხვევა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ გამოძიებაზეა ყურადღება გამახვილებული.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია: ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვერ გრძნობს ან არ იმჩნევს ან შეგნებულად ძალადობს საზოგადოებაზე
შემდეგი სტატიათალიბებმა უიარაღო ტყვეები დახოცეს