“რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა” – გიორგი კვირიკაშვილი

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის მესამე სექტორთან შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანია გულწრფელი დიალოგი ყველა აქტუალურ საკითხზე.

“რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება გამჭვირვალობის ზრდისკენ და ასევე, მაქსიმალური ჩართულობისკენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა, რომ ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძე შესაძლოა გია გეგუჩაძემ შეცვალოს
შემდეგი სტატიაცრუ განგაში რომის რკინიგზის სადგურზე – უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ირანის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება