“რეფორმატორების” თავმჯდომარე ჯოზეფ დაულის განცხადებას ეხმაურება და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მიმართავს

xlomti“რეფორმატორების” თავმჯდომარე ჯოზეფ დაულის განცხადებას ეხმაურება და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მიმართავს. ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადება შეშფოთების რეალურ საფუძველს იძლევა. ღლონტი რუსულ საფრთხეებზე საუბრობს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
“ევროპის საალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტის ბატონი ჯოზეფ დაულის განცხადება ვიზა–ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გვაძლევს შეშფოთების რეალურ საფუძველს, ვინაიდან საფრთხე ემუქრება ფართო კონსესუსის საგანს. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკურ პარტიათა ექსკლუზიური დივიდენდი, ვაჭრობის საგანი და ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ხანგრძლივი დროის მანძილზე რუდუნებით ელოდა და ამ ლოდინისა და ერთგულების ნიშნად დავიმსახურეთ კიდეც.
მესმის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დემოკრატიულ არჩევნებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ჩვენთვის რუსული საფრთხეების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა და ხელისუფლებების შეცდომების გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ევროატლანტიკური სივრცის მიმართ არსებობს ნიჰილისტური განწყობა, დღეს განსაკუთრებით პრინციპულად მნიშვნელოვანია შევძლოთ ევროპულ ოჯახში თავისუფალი მიმოსვლა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ევროპარლამენტარები საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მხრიდან შესრულებულ ვალდებულებებზე, დანაშაული იქნება დავაზრალოთ და პირად ვიწრო პარტიულ ინტერესებზე დავახურდაოთ ქვეყნის ინტერესები.
.”ერთიან ნაციონალურ მოძრობაში” მყოფ კოლეგებს მოვუწოდებ, დაიჭირონ საერთო-სახელმწიფოებრივ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანილი პოზიცია და დაიწყონ მოლაპარაკება ევროპის სახალხო პარტიასთან, როგორც პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და ხელისუფლებასთან, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შეძლონ სწორი პოზიციის დაფიქსირება.” – ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაში19 წლის გოგონა ყოფილმა შეყვარებულმა მოიტაცა
შემდეგი სტატიაორხევის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვს