რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება

სკანდალი - ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16 974 მომხმარებელს შეუმცირდება.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ვალდებულება, რომ როდესაც რეფინასნირება შემცირდება, კომერციულმა ბანკმაც შეუმციროს სესხებზე პროცენტი, გვენეტაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთთან.

“მოგეხსენებათ, რომ დღეს კომერციული ბანკები ასეთ სესხებს გასცემენ. ის, თუ რა ფორმით არის მიბმული ესა თუ ის პროდუქტი რეფინანსირების განაკვეთთან, რეგულირდება კლიენტსა და ბანკს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს პუნქტი დევს ნებისმიერ ხელშეკრულებაში, მაშნ ეს აუცილებალდ აისახება, ანუ დღევანდელი პროცენტის შემცირება სესხის მიმღებელზე. ამასთანავე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღესდღეობით, ასეთი სესხების მოცულობა 893 მილიონი ლარი, რაოდენობის მხრივ ეს არის 16 974 სესხი და მათი წილი მთლიანად სესხებში, დაახლოებით, 6%-ია. ასე რომ, იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ასეთი პროცენტი აქვს აღებული, მნიშვენლოვანი შეღავათი იქნება”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მანამდე გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს 5-6 პროცენტის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება”
შემდეგი სტატიასაქართველოს მიერ თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიის ფოტოები თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა