რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს.
“2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით 23-ით არის შემცირებული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 8.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

banner
წინა სტატიაშიალბანეთის პარლამენტი „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ქმნის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გია ვოლსკისთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხო