25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რეფერენტული ფასი კიდევ 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა

ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების (ფასის ზედა ზღვრის) ჩამონათვალი კიდევ ერთხელ გაფართოვდა. დოკუმენტის თანახმად, წამლების მაქსიმალური საბითუმო და საცალო ღირებულება 20-მდე ახალი ჯგუფის 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

ამჯერად სახელმწიფო რეგულაციები შეეხო ისეთი ჯგუფების მედიკამენტებს, როგორებიცაა acetylsalicylic acid (15 მედიკამენტი), desloratadine (19 მედიკამენტი), betahistine (14 მედიკამენტი), ketorolac (11 მედიკამენტი), alendronic acid (3 მედიკამენტი) და სხვა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად ვრცელდება იმ წამლებზე, რომლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და უწყების ინფორმაციით, იმპორტის ფასთან შედარებით 1000%-დან 3000%-მდე ძვირად ყიდდნენ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა
შემდეგი სტატიათურქეთში, ტრაბზონთან ახლოს დრონი ჩამოვარდა — მედიის ცნობით, ის შესაძლოა უკრაინული იყოს