რეფერენდუმიც და საგარეო კურსის კონსტიტუციაში ასახვა სწორედ ჩვენ მიერ მოხდა – ოხანაშვილი

რეფერენდუმიც და საგარეო კურსის კონსტიტუციაში ასახვა სწორედ ჩვენ მიერ მოხდა. ამ თემის სპეკულაციებისთვის წამოწევა სასაცილოა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ანრი ოხნააშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.

„ეს მორიგი სასაცილო სპეკულაციაა. რევოლუციის მოწყობა უნდოდათ და ახლა რეფერენდუმის ჩატარებას გვთავაზობენ. ვერც ერთი გამოუვიდათ და ვერც მეორეს ექნება საღი აზრით მხარდაჭერა. რეფერენდუმიც და საგარეო კურსის კონსტიტუციაში ასახვა სწორედ ჩვენ მიერ მოხდა. ქართველმა ხალხმა კონსტიტუციაში 78-ე მუხლის ჩაწერას მხარი დაუჭირა. სასაცილოა ამ თემის სპეკულაციებისთვის წამოწევა. იურისტებს მაინც დაეკითხონ, ეს ყველაფერი როგორ ხდება და რამდენად სასაცილოა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დაცვაზე საუბრობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ქვეყანაში თუ ვინმე დაიცავს საარჩევნო ხმებს და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს არის ხელისუფლება.

„ამ ადამიანს რეზიდენტს ეძახდნენ, როგორც ჩანს, ამ რეზიდენტობაში რაღაც ისეთია, რაც მეტ გარანტიას აძლევს ხმების დაცვას. ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, ცოტა ხნის წინ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში რომ ავლენდით, ახლა პოზიციები როგორ შეიცვალა? ქვეყანაში თუ ვინმე დაიცავს საარჩევნო ხმებს და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს არის ხელისუფლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა – გოცირიძე
შემდეგი სტატიარეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია – თალაკვაძე