რეპერ ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა

ამერიკელი რეპერის ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „საუთფაუერი“ ავრცელებს.

საუბარია ცნობილი ამერიკელი რეპერის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაზე. ემინემს აინტერესებდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად არტისტი ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში, „გოდზილაში“ ახერხებს.

შესაბამისი გამოწვევა ემინემმა „ტვიტერისა“ და ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნა.

გამოწვევა ემინემის ათასობით ფანმა მიიღო, თუმცა ფანგვერდმა „საუთფაუერმა“ გამარჯვებულად 16 წლის ნინი ჩილაჩავა​ დაასახელა, რომლის ვიდეოც „ინსტაგრამზე“ 100 ათასზე მეტჯერ ნახეს.

„ეს არის მომენტი, როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს შეხვდა“, – ნათქვამია „საუთფაუერის“ ვებგვერდზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: განცხადება რომ ღვინო, რითიც ვეზიარებით ანტისეპტიკია ეს საეკლესიო დარღვევაა