რეორგანიზაციის ფარგლებში შსს-დან ნინო გიორგობიანი და ქეთი კოვზიაშვილი გაუშვეს

შსს-ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მინისტრ ვახტანგ გომელაურის მრჩეველი, ნინო გიორგობიანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შს მინისტრს კი ახალი მოადგილე – მარიამ ტაბატაძე ეყოლება.

შეგახსენებთ, შსს-ში საკადრო გადაადგილებების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. თანამდებობიდან გადაყენებულია ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება. სხვა საკადრო გადაადგილებებს გაეცანით აქ:

შეიცვალა თუ არა ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით: საკადრო გადაადგილებები შსს-ში

 

banner
წინა სტატიაშინანი ბრეგვაძის კონცერტი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის პარასკევის PLUS შეთავაზებები