რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლები საუდის არაბეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე ცდილობდნენ საკუთარი თავის „მშვიდობის მოყვარულებად“ წარმოჩენას და აშშ-ს ხელმძღვანელობას რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე გარიგებაც კი შესთავაზეს.
ამ გზით, კრემლი ცდილობს მოისყიდოს ამერიკული მხარე და თავიდან აიცილოს დამსახურებული სასჯელი უკრაინაში შეჭრისა და მისი მოქალაქეების მკვლელობისთვის, -იუწყება TG არხი “უკრაინა 365”.
რუსული დელეგაციის განცხადებით, აშშ-ს ნავთობკომპანიებს შესაძლოა, “ძირითადი” ქვეყანაში დაბრუნება. მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ვაშინგტონთან ერთობლივი პროექტებით არქტიკაში.
რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რუსეთის ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა ამერიკელებთან შეხვედრაზე რიადში დაარწმუნა ისინი, რომ კრემლი ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას „ძალიან მნიშვნელოვანად“ მიიჩნევს.
დიმიტრიევის თქმით, ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო, სავარაუდოდ, 300 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
ფაქტს, უკვე გამოეხმაურა უკრაინული “ბლოგოსფერო” და აღნიშნა, რომ „ზუსტად ამიტომ სურს რუსეთს, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას“.