რელიგიურმა რიტუალებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხმრავლობა ქმნის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს.

როგორ ცერცვაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ეკლესიის მიერ გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა ეს მაინც ვერ დაიცავს ხალხმრავლობის შემთხვევაში ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან.

„უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ტრადიციებს, მაგრამ დღეს შექმნილია სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიული პოზიციის გამოხატვას. მე მივიჩნევ, რომ ძველი ფორმატით ზიარება, ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ნაბიჯები, რომლებიც ეკლესიამ გადადგა, რაც გამოიხატა დისტანციის დაცვაში, მაინც ვფიქრობ, რომ ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე.  მე, როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება – ძველი ფორმატით – ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად ლიტურგია, როგორიც იყო ეს გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა – რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში – მე მაინც ვფიქრობ თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი მე ვფიქრობ, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე”, – თქვა ცერცვაძემ.

 

 

 

banner
წინა სტატიაში23 პირი ბოქსირებული მანქანით ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძემ წალენჯიხაში ნამყოფი სპორტსმენის შესახებ ისაუბრა