რელიგიის სააგენტო სოფელ მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს ერთ-ერთ ალტერნატივად ახალი მეჩეთის მშენებლობას სთავაზობს

ახალციცის მუნიციპალიტეტ სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრას რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე. ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ესწრებოდნენ.

კომისიის სხდომაზე დღეს სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღეს, რომელიც რელიგიის სააგენტომ მოდავე მხარეებს, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს გააცნო.

დადგენილება ორი მუხლისგან შედგება. პირველი – სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გამოისყიდოს ის შენობა, რომელშიც მუსლიმი მრევლი ამ დროისთვის დროებით ლოცულობს.

მეორე- სოფლის ტერიტორიაზე მოხდეს მიწის ფართობის შესყიდვა, სადაც სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით ახალ მეჩეთს ააშენებს.

რაც შეეხება სადავო შენობას, მის დაცულობაზე და წარმომავლობაზე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: პარლამენტის ყველა წევრთან მოხდება წინასწარი გასაუბრება