რელიგიის სააგენტო მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„6-9 ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.

დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.

იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის, ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ უდიდეს დღესასწაულს და უსურვებს მათ მშვიდობასა და სიკეთეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარ მივცემ მას შანსს, რომ მე ციხეში მასზე ადრე შევიდე – ხაზარაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ გავიდა