„რეკომენდაციები რომლებიც სისტემური პრობლემების მოგვარებას ეხებოდა, არ იქნა გათვალისწინებული“ – ომბუდსმენი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებები – სახალხო დამცველი ახალი პროექტის შესწავლას განაგრძობს. მისი თქმით სახელმწიფო კომისიამ არ გაითვალისწინა მისი აპარატის შენიშვნები ადამიანის უფლებების კუთხით:

„რეკომენდაციები რომლებიც ეხებოდა სისტემური პრობლემების მოგვარებას, სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული და ასეთი არაერთი იყო. სახალხო დამცველი ასევე აგრძელებს კონსტიტუციის პროექტის შესწავლას. ჩვენ მხოლოდ ჩართული ვიყავით მეორე თავის განხილვაში, ანუ იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს.

მნიშვნელოვანია ამ პროცესში ფართო ფენების მონაწილეობა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია იქნება აქტიურად ჩართული და მათ რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც მოხდება,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დამშვიდდით, ღამის მგლები საქართველოში შემოსვლას არ აპირებენ“ – გიორგი მღებრიშვილი
შემდეგი სტატიაგაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა