რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს

⭕ გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში შედგეს

⭕ უზრუნველყოფილი იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირება, მათი ანგარიშვალდებულება იყოს ეფექტიანი და დამოუკიდებელი, უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქცია

⭕ მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა ხარვეზის მოშორება, რაც ეუთოს, ევროპული საბჭოს და ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითებული

⭕ ფართო ინკლუზიური და პარტიებს შორის კონსულტაციების ბაზაზე მოხდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის გამჭვირვალე და ეფექტიანი რეალიზება. უზრუნველყოფილი იყოს სრული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და უფლებამოსილებების გამიჯვნა მოხდეს; კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნეს ყველა დონის სასამართლოს და პროკურატურის, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის მხრივ; განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დაინიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

⭕ გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვის დროს; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მათი უფლებამოსილების შესაბამისი რესურსებით აღიჭურვოს და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მოხდეს

⭕ საქართველომ გააცნობიეროს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით

⭕ გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის შეფასებების საფუძველზე, კერძოდ, საფუძვლიანი გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების სანდო მონაცემების უზრუნველყოფით; უზრუნველყოფილი იყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა მათ საქმიანობაზე

⭕ მეტი ძალისხმევა უზრუნველვყოთ თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება მოხდეს. ჟურნალისტების და მედიის სხვა თანამშრომლები უსაფრთხოება გარანტირებული იყოს

⭕ სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ძალადობის ჩამდენთა და წამქეზებელთა უფრო ეფექტური სამართლებრივი დევნის გზით

⭕ გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია მოხდეს

⭕ უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე

⭕ მიღებული იყოს კანონი, რათა საქართველოს სასამართლოებმა საქმეების განხილვის დროს აქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

⭕ საქართველომ უზრუნველყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) დანიშვნის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა

კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტებთან მიმართებით და 2022 წლის ბოლოსთვის მოხსენებას წარმოადგენს.

გაწევრიანების პროცესი კვლავ დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებს ეფუძნება. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას ამ პროცესში წინ წავიდეს საკუთარი დამსახურებით, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ სვლა ევროკავშირისკენ შეიძლება შეიცვალოს, თუ ძირითადი პირობები არ დაკმაყოფილდება“, – წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის გადაწყვეტილება ბოლო შანსია ჩვენი ქვეყნისთვის – ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს – ვაშაძე
შემდეგი სტატიაარც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია! – დიმიტრი სამხარაძე