რეკლამების პოპულარული დამბლოკველი ჯაშუში პროგრამა აღმოჩნდა

კიბერუსაფრთხოების სფეროში მეცნიერმა პატრიკ უორლდმა აღმოაჩინა, რომ Mac-ის პროგრამა სახელად Adware Doctor-ი, რომელიც რეკლამებს ბლოკავს, ჯაშუშია.

ამ სფეროში Adware Doctor-ი პოპულარობით მეოთხე ადგილზეა და ის 4,99 დოლარი ღირს.

პროგრამა ბრაუზერის ისტორიას და ზიპ-ფაილებს აგროვებს და მათ, სავარაუდოდ, ჩინურ სერვერებზე აგზავნის. ამასთანავე, პროგრამა იუზერებს ამ ინფორმაციამდე წვდომას არ სთხოვს.

მანამდე, სპეციალისტები საუბრობდნენ ასევე, Mozilla Firefox-ის Web Security-ზეც და აცხადებდნენ , რომ ის ჯაშუშია.სპეციალირსტების თქმით,ის მომხმარებლების მიერ გამოყენებული მისამართების სიას გერმანულ სერვერზე აგზავნიდა

banner
წინა სტატიაშიმარადონა მექსიკაში მიდის – ბელორუსები გაურკვევლობაში არიან
შემდეგი სტატიაიდლიბთან დაკავშირებით პუტინის და ერდოღანის აზრები გაიყო