6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს”, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიირანის დაზვერვის მინისტრი ისრაელის ავია იერიშებს ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი ქართველ ერსა და მართლმადიდებელ სამყაროს ილია მეორეს გარდაცვალებას უსამძიმრებს