რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ენტონი ბლინკენთან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის ყოველდღიური რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად განიხილა ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების ყოველდღიური რაოდენობის სულ მცირე 500-მდე გაზრდის საკითხები.

ერდოღანმა „როიტერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ბლინკენი აღნიშნული წინადადების მიმართ პოზიტიურად განეწყო.

მედიის ცნობით, თურქეთმა პირობა დადო, რომ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარების მანქანებს, საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს.

ასევე გამოითქვა თურქეთის საავადმყოფოებში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით ინიციატივა დაშავებული პალესტინელებისა და ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

banner
წინა სტატიაშილევან დოთიაშვილი სოფელ კირბალში მომხდარზე – ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი
შემდეგი სტატიაეს არის ღიმილისმომგვრელი – “ენმ” მელიას ინიციატივაზე