რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაეხმარება მილიარდობით ადამიანს, რომლებიც შიმშილის წინაშე არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს და შეთანხმების განხორციელებას, ზედამხედველობას სტამბოლში არსებული ერთობლიბი საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიკიევში რუსეთის 2 ინფორმატორი დააკავეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა