რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს.

“უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დიდწილად, ამ ქვეყნებიდან მოდის. ამ ეტაპზე ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, საწყობებში გვაქვს 5 მილიონი ტონა ხორბალი, მაგრამ გვინდა ეს მოცულობები გავზარდოთ,” – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მუშაობაში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში ჩვენ განვიხილავთ ზელენსკისა და პუტინთან, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას,” – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რაც რეზოლუციაში წერია – გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, დავსაჯოთ ივანიშვილი, საბჭომ რომ გაიმეოროს, მძიმე რეაქცია გვექნება” – კობახიძე
შემდეგი სტატიარუსებმა ხარკოვი აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს – Amnesty International