რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული

სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება დიდ სარგებელს მოიტანს.

„ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს სირიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ენერგობლოკი 2022 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთი რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში ელჩს კონსულტაციებზე არ დაიბარებენ