რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთში ჩასვლას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთში ჩასვლას გეგმავს. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტს 5 აგვისტოს განახორციელებს.

როგორც თურქეთის პირველი პირის ოფისი აცხადებს, ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით ქალაქ სოჭში ჩავა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შემდგომი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაროდესაც არაგამჭვირვალე სანქციებზე ეჭვი არსებობს, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულონ შემობრუნდეს პოლიტიკაში – სოზარ სუბარი