რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეტის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან ჯერ კიდევ საბერძნეთის ალიანსში მიღება იყო შეცდომა.

„თურქეთის მხრიდან ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომის გამეორება. მეტიც, სკანდინავიის ქვეყნები სასტუმრო სახლებივითაა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. ჩვენთვის შეუძლებელია, ვიყოთ ამის მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩარკვიანი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა
შემდეგი სტატიაგერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ