რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა

ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება.

„თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის ლიკვიდაცია განვახორციელეთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის