რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

„მე შემიძლია ნამდვილად დაგიდასტუროთ, რომ სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საუბარი ეხებოდა უკრაინას“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, თურქული მედიის ცნობით, თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბულის მოლაპარაკებებში მიღწეული პოზიტიური იმპულსის გაგრძელება მშვიდობისკენ გზის გასახსნელად ყველას ინტერესშია. ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირებისა და უსაფრთხო ევაკუაციის მნიშვნელობაზე მიუთითა და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ შეაჩეროს ეს ტენდენცია, რომელიც ყველას აზიანებს და დაამყაროს ხანგრძლივი მშვიდობა.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ წამოაყენა მოლაპარაკებების რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების დონეზე გამართვისა და ამისთვის სტამბულის პლატფორმის გამოყენების შესახებ.

წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობისთვის რუსეთის დუმის დეპუტატს ჩეჩნეთიდან, რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა
შემდეგი სტატიააშშ პირობას დებს, რომ უკრაინის დასახმარებლად “ცასა და მიწას” ამოაბრუნებს