რეიგანის ქალიშვილმა ტრამპი გააკრიტიკა

აშშ-ს მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ქალიშვილმა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
“თქვენი საშინელი გამოსვლა, მეორე მცდელობის მომხრეების შესახე (აშშ-ს კონსტიტუციაში იარაღის ქონისა და ტარების უფლების შესახებ მუხლი – რედ) მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომლებსაც აკანკალებთ თქვენი ძალადობისადმი ვერბალური სიყვარულით. ეს გაიგეს თქვენმა მომხრეებმაც, რომელთა დიდი ნაწილი ხმამაღლა და ბოროტად ყვირის:”დააპატიმრეთო”, ჰილარი კლინტონის შესახებ თქვენს მიტინგებზე. ეს გაიგო ადამიანმა, რომელიც მარტო ზის საკუთარ ოთახში საკუთარი ბნელი ფანტაზიის ტყვეობაში და უკიდეგანო ძალადობის დატოვებას ცდილობს თავის შემდეგ”- დაწერა პეტტი დევისმა.

ფრაზა, რომ იარაღის ტარების მომხრეებმა შესაძლებელია “რამე მოიმოქმედონ” იმ შემთხვევაში, თუკი ჰილარი კლინტონი გახდება პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის ლიდერის მიმართ ძალადობისკენ მოწოდება არ არის – თქვა გუშინ აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.
“მედია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეორე შესწორებისკენ გადაიტანოს ყურადღება. მე ვთქვი, რომ ცვლილების მომხრეებმა ორგანიზებულად უნდა იმოქმედონ და კენჭი უყარონ, იმისათვის, რომ ჩვენი კონსტიტუცია გადაარჩინონ” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე” 10 აგვისტოს.

ფრაზა, რომელიც ძალადობის მოწოდებად აღიქვეს, ტრამპმა მიტინგზე თქვა, ჩრდილოეთ კაროლინაში.
“ჰილარის სურს, პრინციპში, შეაჩეროს მეორე შესწორება. სხვათა შორის, თუკი მას ეს გამოუვა, თქვენ, მეგობრებო, უკვე ვერაფერს შეძლებთ” – თქვა ტრამპმა.
“შესაძლებელია, შესწორების მომხრეებიდან ვინმე რაიმეს იზამს, არ ვიცი” – დაამატა მან.
ტრამპის გამოსვლა მიმართული იყო მეორე შესწორების დამცველებისკენ, რომელთაც მან მოუწოდა, არ მისცენ ჰილარის უფლება ხელისუფლებაში მოვიდეს.
გამოსვლამ სოციალურ ქსელებში დიდი რეაქცია გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი თვლის, რომ ტრამპის გამოსვლა ძალადობისკენ მოწოდება იყო.
სენატორმა კრის მერფმა ტრამპის განცხადებაში ჰილარის მოკვლის მოწოდება დაინახა, კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელმა რობი მუკმა კი, მილიარდელი კანდიდატის განცხადებას “საშიში” უწოდა.

banner
წინა სტატიაში5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებისთვის 1940-იანი წლების გერმანულ ნაღმს იყენებს