,,რეგვენის და უვიცის გარდა ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერავინ უწოდებს”-დავით ზურაბიშვილი

,,ერთი რამ მინდა ცოტა ვრცლად განვმარტო. რამდენიმე ადგილას შემხვდა აზრი, მიშა რომ შევარდა პარლამენტში 2003-ში, ხომ შეიცვალა ხელისუფლება და 20 ივნისსაც იგივეს ცდილობდნენო.
ჯერ ერთი, ამა სიბრძნისა წარმომთქმელს იმდენიც არ ესმის, რომ პარლამენტში შევარდნას კი არ მოჰყვა ხელისუფლების ცვლა, არამედ პრეზიდენტის გადადგომას, რომელიც მაშინ უშუალოდ იყო მთავრობის ხელმძღვანელი და კანონის მიხედვით მის ადგილს ახალ არჩევნებამდე იკავებდა სახელმწიფოს მეორე პირი, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ნინო ბურჯანაძე,

რასაკვირველია ეს მოხდა მასობრივი აქციის და ქუჩაში გამოსული ხალხის ზეწოლის შედეგად, მაგრამ მე მაპატიეთ და რეგვენის და უვიცის გარდა ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერავინ უწოდებს. ყველა ლეგიტიმური პროცედურა გახლდათ დაცული. ახლა პარლამენტში რამდენიც არ უნდა შევარდე და გამოვარდე, გინდ პრეზიდენტი გადადგეს, გინდ პრემიერი, მთავრობა ახალ არჩევნებამდე მაინც იგივე ხელისუფლების ხელში რჩება. ამიტომ რაის გადატრიალების მცდელობა? გადატრიალება იყო 1991-1992 წლებში, ზარბაზნები რომ მიაყენეს პარლამენტის შენობას.

გარდა ამისა (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია), პარლამენტში შეჭრა მაშინ არ მომხდარა იმ აზრით, ლენინი რომ ფოსტას და ტელეგრაფის აღებას ითხოვდა. იყო ძალიან კონკრეტული მიზეზი. კერძოდ ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. იმ პარლამენტის არჩევნების შედეგები საქართველოშიც და დამკვირვებლების მიერაც აღიარებული იყო გაყალბებულად. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის ახალი შემადგენლობა საჭიროებდა სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას, რასაც ჭირდებოდა ქვორუმის პირობებში კენჭისყრით დადასტურება და მხოლოდ ამის მერე ხდებოდა ახალი პარლამენტი ლეგიტიმური.

ოპოზიციამ მაშინ ბოიკოტის გამოუცხადა პარლამენტის სხდომას. მათ გარეშე ქვორუმი არ იკრიბებოდა და ახალი პარლამენტი ვერ ხდებოდა ლეგიტიმური. ამ სიტუაციაში პარლამენტში შეჭრას არც არავინ აპირებდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა კანცელარიის შენობის წინ. ვითარება შეიცვალა, როდესაც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა პარლამენტის სხდომაზე და შეავსო ქვორუმი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სასწრაფოდ მოხდა აქციის ორგანიზატორთა შეკრება და იქ გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პარლამენტში შესვლა და სხდომის ჩაშლა, რათა არ მომხდარიყო გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია.

აი ეს, ძალიან კონკრეტული მიზანი ჰქონდა მაშინ პარლამენტში შეჭრას. სულ მეცინება ხოლმე როცა ამ ფაქტს რაღაც წინასწარ ჩაფიქრებულ შეთქმულებად განიხილავენ. არადა პარლამენტის სხდომის ჩაშლა სულ თხუთმეტ წუთში გადაწყდა. პირადად ვარ ამის შემსწრე. ამით მოხერხდა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის ლეგიტიმაციის ჩაგდება. აბა ახლა პარლამენტში შევარდნას რა აზრი აქვს? რა უნდა გააკეთოს შევარდნილმა? პარლამენტში თუ შევარდი მთავრობა ავტომატურად გადადგება, მიშა შემოვა ქალაქში თეთრი ცხენით, ბიძინა გაიქცევა ვერტალიოტით თუ რა? პირიქით, მთელ მსოფლიოს თვალში ოპოზიცია გამოჩნდება მოძალადედ და ხულიგნად და თუ ძალის გამოყენებით გამოგრეკავენ მერე იმ შენობიდან, კაციშვილი არ ამოიღებს ხმას.

ელემენტარულია თითქოს არა, ვატსონ? მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი სრულიად ქოცობამ ეს გაიგოს! დაიწყება ახლა ნაცი, ნაცმა, ნაცს, ნაცის და ა. შ.”-წერს რეგვენის და უვიცის გარდა ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერავინ უწოდებს

banner
წინა სტატიაშიმელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა -დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ