“რეგვენია და ბოდიშს ასეთებისგან არ ვითხოვ” – ნატა ფერაძე ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პარტიზან მებაღეებს კობახიძე ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ შავ PR-ს აგორებს და ცდილობს ამით პრობლემები გადაფაროს.

„ირაკლი კობახიძეს ბოდიში ჩემთან არ აქვს მოსახდელი. მას ბოდიში აქვს მოსახდელი ხალხთან, რომ არის იმ მანქანის ჭანჭიკი, რომელიც არის აგებული ტყუილზე და უმეცრებაზე. ეს იყო სახელმწიფო კამპანია დაგეგმილი ოფიციალურად, ჩვენს მიმართ აგორებული შავი PR და PR-შიც ისეთივე სუსტები არიან, როგორც ყველაფერ დანარჩენში და მოიფიქრეს გადასარევი PR – სად იყვნენ პარტიზანები 2012 წლამდე და იმდენიც ვერ მოიფიქრეს, რომ მას მერე, რაც მე ძალიან კონკრეტული პასუხი გავეცი ერთი სიტყვით რას ვაკეთებდი, დავუხურე მე მათ ეს თემა და ეს უნდა გაეჩერებინათ, მაგრამ მანამ იმათ ეს მოიფიქრეს, ინერციით იმანაც ეს თქვა. ნუ რეგვენია უკაცრავად და ბოდიშს ასეთებისგან არ ვითხოვ,“-განაცხადა ნატა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიოჯახის წევრების ინფორმაციით, დემურ სტურია თვითმკვლელობამდე ნაწამებია
შემდეგი სტატია“ძალიან მალე სატელევიზიო სივრცეში აღიკვეთება ბილწსიტყვაობა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან”