რეგისტრირებულია 11 218 აივინფიცირებული, წელს გამოვლინდა 212 შემთხვევა – შიდსის ცენტრი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – შიდსის ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა, ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული.

“დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 მამაკაცია და 2 809 ქალი. 2 402 პაციენტი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა.

არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: 30 % ნარკოტიკების ინექციური მოხმარება; 53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად; 0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში” – წერია ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივატიკანის ცნობით, საინაუგურაციო მესის შემდეგ, რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს