რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლის მაგივრად, მარნეულში უბანზე კაცი მივიდა

მარნეულში საარჩევნო უბანზე უცხოეთში მყოფი ქალის მაგივრად ხმის მისაცემად კაცი მივიდა. საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელმაც დარღვევა დააფიქსირა, უბნიდან გააძევეს.

საარჩევნო პროცესი მარნეულში დილიდან ხმაურით მიმდინარეობს.

უკვე რამდენჯერმე მოხდა ხელჩართული ჩხუბი. დაპირისპირების ერთერთ ორგანიზატორად საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე სახელდება, რომლის თქმითაც იგი შემთხვევის ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციების აღსაკვეთად იყო მისული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ ხმა გადასატანი ყუთით მისცა
შემდეგი სტატია“ამ დროის მონაცემებით “ქართულ ოცნებას” 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს”