რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშილენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი იხსნება
შემდეგი სტატიატიკარაძე: მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები ჩაერთვებიან ტესტირებაში