რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხერსონში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, ვითარება კრიტიკულია ასობით სოფელში, ხოლო ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება ხერსონის რეგიონში. ვითარება კრიტიკულია რეგიონის ასობით სოფელში: დანგრეული გზები, სახლები, სკოლები, დანაღმული მინდვრები და მდინარეები, ტყის ხანძარი, დაჭრილი და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები”, – ნათქვამია მოხსენებაში.

უწყება დასძენს, რომ რამდენიმე სოფელი უკვე ხუთი თვეა, რაც ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი და ასეთ სოფლებში მოსახლეობას მარტის შემდეგ პენსიები და სოციალური დახმარება არ მიუღია.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მეზობელ სოფლებში გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიკიევის რეგიონში რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამეუფე შიო – ვევედრებით უფალს, დაგვიბრუნოს ჯანმრთელობა, დაგვიბრუნოს ცხოვრების სიხარული, რომელიც რატომღაც დაკარგული გვაქვს მრავალ ჩვენგანს