რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებები, მეორე მოსმენით განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განმარტა, საკითხის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ერთი არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და ეს ეხება საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის განსაზღვრას.

„ერთი პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლებათ. თუმცა, გაიზარდა ფრაქციაში თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა. საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, გვაქვს ერთი არსებითი ხასიათის ცვლილება. პროექტით გათვალისწინებული იყო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ყოველ მეხუთე წევრზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული წინადადებით შეიცვალა ფორმულა და ფრაქციაში ყოველ სამ წევრზე შესაძლებელი იქნება მოადგილის არჩევა, მხოლოდ არა უმეტეს 7 მოადგილისა. საკრებულოებში ფრაქციის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გამოუვიდეს 10-ზე მეტი მოადგილე, ამიტომ გავაკეთეთ ერთგვარი თვითშეზღუდვა. ეს არ ეხებათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა.

ორგანული კანონის პროექტით, წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.
კნონპროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია; ახლად შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნება და დარჩება მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება; განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ახლებური წესი; მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის ჩამონათვალს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა; მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.

წინა სტატიაშიდამენია – ექიმების დასკვნამ აჩვენა, რომ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში აუცილებელია
შემდეგი სტატიაამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა