„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ –

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება განხილული იყოს, როგორც ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

კერძოდ, დეკანოიძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციური პარტიების ფინანსური კუთხით რეპრესიები, კიდევ უფრო ოპოზიციური პარტიების შემოწირულობის კონტექსტში ბიზნესის შეკვეცა და მათი რეპრესიებიც ზუსტად გულისხმობს „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი საქმიანობის შედეგს. ეს გულისხმობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს რეპრესირებული, მათთან აფილირებული მსგავსი ადამიანების მიმართ გამოითქმევა ხოლმე ის იდეა, რომელიც სწორედ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შეწოვილია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ხოლმე „ქართული ოცნების“ ძალისხმევა. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის რეპრესია, რომელსაც, არ გამოვრიცხავ, ახალი ინიციატივები მოჰყვეს პარლამენტში სექტემბერში. მათ იციან, რომ მათთვის 2024 წელი იქნება ძალიან მძიმე ძალაუფლების დათმობის კონტექსტში და „ქართული ოცნება“ შეეცდება, რეპრესიები განახორციელოს ოპოზიციის მიმართ. საერთოდ ვერ გავიგე ამ ადამიანის მოსაზრება, ან ვინ არის ეს ადამიანი, ან რა შუაშია. ვფიქრობ, სულ მალე გამოჩნდება, რომ ეს ადამიანი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირშია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
შემდეგი სტატიაარიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს – ზარქუა