რეგიონული განვითარების სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

სხდომაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის ღონისძიებები და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები. ასევე, შეაჯამეს აღნიშნული სოფლების მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები.

კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან პროგრამა კვლავ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები მუშაობის განახლებას არ აპირებენ
შემდეგი სტატიატყიბულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა