რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც პროგრამის განხორციელება რეგიონებში უნდა უზრუნველყონ, პირველი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა და გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

სამინისტრო განმარტავს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით მოქმედებს. პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს მოსახლეობა არჩევს და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში და მოხმარდება რეგიონის საჭიროებებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის

ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

პროგრამისთვის პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში საერთო კრებების სხდომებზე შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი. კრებების ჩატარებასთან, კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმებასთან და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვიდეო კონფერენციისას მიეწოდათ.

სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიეს განხეთქილება ნიშნავს “ქართული ოცნების” სერიოზულ პრობლემას – ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატია,,2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და ტურისტული განთავსების ობიექტი გაიხსნება”