რეგიონებში „სინოფარმით“ ვაქცინაცია გრძელდება

რეგიონებში „სინოფარმით“ ვაქცინაცია გრძელდება.

შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო. გორში „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია „გორმედსა“ და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ტარდება კასპში – „მედალფას“ კლინიკაში, ქარელში – „გორმედის“ ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს „ახალ კლინიკაში“.

5-დან 24 მაისის ჩათვლით შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაციზე ამ დროისთვის ყველა ადგილი დაჯავშნილია.

ვაქცინაციის პროცესი დაიწყო გურიაშიც. ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ და მისმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფიშვილმა გაიკეთეს.

როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე აცხადებს, ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე მთლიანად დაჯავშნილია.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – პანდემიას ქვეყანა ვაქცინაციით უნდა ებრძოლოს, რომელიც ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს