რეგიონებში გაცემული ასი ათასობით პრემია-დანამატი-მედიატორის კვლევა

მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი და ახალი საქართველო ახალ კვლევას ასაჯაროვებს, რომელიც რეგიონების თვითმართველობებს ეხება.
„გამუდმებით მიდის ლაპარაკი იმაზე რომ მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში, სიპეპებსა და ააიპებში საშტატო ერთეული საშინლადაა გაბერილი და ამაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა. მiუხედავად კვლევებისა, მიუხედევად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, კვლავ ყბადაღებულ თემათ რჩება გაბერილი ბიუროკრატია.
მაგალითად, აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილ მოწყობის სამსახურში 120 კაცი მუშაობს, თუ წარმოვიდგენთ აბაშის ტერიტორიას, მივხვდებით რომ ეს ციფრი საშინლადაა გაბერილი და თბილისის კეთილ მოწყობის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობაზეც კი მეტია. ფაქტობრივად დასაქმების ბიუროდაა გადაქცეული აბაშის მუნიციპალიტეტი და კეთილმოწყობის სამსახური.
ამ მხრივ დიდი განსხვავება არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, აქ მომუშავე 335 ადამიანიდან 103 ააიპ-შია დასაქმებული. საინტერესოა, რომ ააიპ „კეთილ მოწყობის ცენტრში’’ 103 თანამშრომლიდან, 32 მუშა და 12 ბრიგადირია, ანუ ორ მუშაზე ერთი ბრიგადირი მოდის.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 493 თანამშრომელზე მეტი მუშაობს და თითქმის ნახევარი, მხოლოდ 3 ააიპ-შია დასაქმებული.
რაც შეეხება ქედას მოსახლეობის რიცხვი არსებული ინფორმაციით 1510 ადამიანს შეადგენს საიდანაც 554 გამგეობაშია დასაქმებული ანუ რეალურად ვიღებთ შედეგს, რომ ლონდონის მერიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგვეჩვენოს მხოლოდ 281 ადამიანით აღემატება ქედის გამგეობაში დასაქმებულთა რიცხვს. ეს კიდევ არაფერი ფოთის მერიაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის 1.5 – ჯერ აჭარბებს ლონდონის მერიაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვს. რაც შეეხება პრემიას, მხოლოდ მარნეულში, ქედაში, ზუგდიდსა და ფოთში გაცემულია 2 მილიონ 246 ათას 388 ლარის ოდენობით თანხა. ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს თუ, რამხელა ბიუროკრატიული ხარჯი აწევს ჩვენს ბიუჯეტს მხრებზე და სწორედ ეს არის ერთერთი ფაქტორი, ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული ეკონომიკური ფონისა.“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში, მედიატორის თავჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ბიძინაშვილმა.

მარნეული: გამგეობაში მუშაობს – 285
პრემია-636 ათას 951 ლარი
ააიპ-4
3 ააიპ-ში მუშაობს 208
2 ააიპ-ში გაიცა 621 ათას 040ლარი
სულ- 493 მეტი თანამშრომელი და 1 მილიონ 257 ათას 991 ლარი

ფოთი: გამგეობაში მუშაობს – 110
პრემია- 564 ათას 230ლარი
დანამატი- 21 700
13 ააიპ- 943 თანამშრომელი
სულ 1 053 თანამშრომელი
ქედა
გამგეობაში მუშაობს 93
სახელფასო სარგო+პრემია – 987 769
პრემია- დაახლოებით 273 150
5 ააიპ-ში მუშაობს 461 თანამშრომელი
სულ 554 თანამშრომელი.

ზუგდიდი:გამგეობაში მუშაობს – 232
პრემია 772 ათას 057
1 ააიპ „კეთილ მოწყობის ცენტრი“ -ში 103 ადამიანია დასაქმებული, მედიატორის ინფორმაციით,
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 32 მუშა ყავთ ამ ააიპში და 12 პრიგადირი, ანუ ორ მუშაზე ერთი ბრიგადირი მოდის.
კვლევის თანახმად ქედის გამგებელმა ერთ წელში 40 000 ლარზე მეტის სარგო და პრემია მიიღო , ფაქტობრივად რიგითი პარლამენტარის წლიური შემოსავალია

banner
წინა სტატიაში“თბილისის მერმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები რ2-ის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარა’’- აბესაძე
შემდეგი სტატია“მაესტროში” ცვლილებები და გადაცემების “იმედზე” გადატანა იგეგმება