24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივა,მთავრობას პარლამენტიდან უკან გააქვს

მთავრობის ინიციატივა, რომელიც მთავრობის შემადგენლობაში რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა, კანონის პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, ინიცირებული პროექტი მთავრობას უკან გააქვს.

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს დღის წესრიგში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შორის იყო ასახული.

აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბაზაზე იქმნებოდა. ამავე პროექტში ასახული სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის გაუქმება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება. ამასთან, ერთად დაგეგმილია რეგიონული განვითარების მინისტრის კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაერთიანება.

ახალი კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირას მომზადდება.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
შემდეგი სტატიადაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული