,,რეგიონალური განვითარება, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ერთადერთი გზაა, რათა საქართველო იყოს წარმატებული”

რეგიონალური განვითარება, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ერთადერთი გზაა, რათა საქართველო იყოს წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სენაკში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ძლიერი საქართველოს რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს.

„ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შედეგად ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკის 2/3 არის კონცენტრირებული რამდენიმე ქალაქში. მე მარტივი კითხვა მაქვს ჩვენს ოპონენტებთან, თუ არა რეგიონების განვითარებით, თუ არა ისეთი დარგების განვითარებით, რასაც შევძლებთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე იყოს ჩართული, როგორ წარმოუდგენია ვინმეს საქართველოში წარმატების მიღწევა. ეს არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ რეგიონების განვითარება, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არის ერთადერთი გზა, რათა საქართველო იყოს წარმატებული. ძლიერი სამეგრელო და ძლიერი საქართველოს რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო