რეგევი – ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასს“ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასს“ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, რაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მარკ რეგევმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მარკ რეგევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტოკოლონაზე იერიში მიიტანა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი აქამდეც აცხადებდა, რომ „ჰამასი“ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ სამხედრო სისტემები აქვს მოწყობილი.

banner
წინა სტატიაშიღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაიაპონია ღაზას 65 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს