„რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობენ.

ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. იენს სტოლტენბერგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობაძიძე – მე არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ შს მინისტრს, რა არ მოეწონათ?
შემდეგი სტატიაზიდანი, რონალდო, რონალდინიო ამბობდნენ კალაძე ფეხს მიდებსო და ვფიქრობ, უხერხულია ამ ადამიანებისა და ოქრუაშვილის შედარება