15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს.

კომპანიამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ნებართვის მისაღებად 23 ახალ მარშრუტზე მიმართა, საიდანაც 6 თბილისს, ხოლო 17 — ბათუმს უკავშირდება.

ცნობისთვის, Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს რუსეთის 15 ქალაქიდან უკვე ახორციელებდა. რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წელს დაწესებული ცალმხრივი აკრძალვა 2023 წლის მაისში გააუქმა, რის შემდეგაც ფრენები რამდენიმე რუსულმა და ქართულმა კომპანიამ აღადგინა.

banner
წინა სტატიაში“დამთავრებულები ხართ!”- სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს
შემდეგი სტატიამთავრობამ თბილისის მერიას „თბილისობისთვის“ 3.1 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცა