რებეკა ჰარმსი: მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს ხვდება. გერმანელი პოლიტიკოსი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

„დღეს ვაპირებ შევხვდე ბატონ ჩაბუქს, რადგან მისი საქმე მნიშვნელვანია. ამ საქმიდან ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრობლემები თურქეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააბრუნოს ის თურქეთში, რადგან იგი გამჭვირვალე გამოძიებას ან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ პროცედურებს იქ არ უნდა ელოდოს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამართლდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ჩაბუქი დაკავების შემდგომ თავშესაფარს საქართველოში ითხოვდა, თუმცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოვილის სტატუსის მინიწებაზე მას 7 ივლისს უარი უთხრა.

banner
წინა სტატიაშიქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონის მახლობლად ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილი ფოტოები – ახალი მტკიცებულებები გატაცებული ჟურნალისტის საქმეში