რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე-სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით

რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი, პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.

„იყო სინკოპეს, გულის წასვლის ეპიზოდი, მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა, ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან. მთხოვეს და მოვედი. პაციენტთან მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ჯგუფი და ის ამაზე მიიღებდა სათანადო მკურნალობას. პაციენტი კიდევ მოითხოვს გამოკვლევებს, უამრავი კვლევებია გაგზავნილი ლაბორატორიული, ახლა ინსტრუმენტულ კვლევებსაც ჩავუტარებთ სრულყოფილად, მეც პირადად აქედან არ წავალ, ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. ახლა აბსოლუტურად კონტაქტურია. მე დღეს ვბრუნდები ჩემს კლინიკაში, აქ მოსული ვარ როგორც კონსულტანტი.  მე მას ვიცნობ დიდი ხანია, მპასუხობს ყველა კითხვაზე“, – განაცხადა ექიმმა.

წინა სტატიაშისახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა