რეალური მიზეზი თუ რის გამო დატოვა ვაშაძემ პარტია-ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

nika meliaგიორგი ვაშაძის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლა, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, საარჩევნო სიაში ვაშაძის მეთერთმეტე ნომრად ჩაწერას უკავშირდება და არა მიზეზს, რაც ვაშაძემ დაასახელა – პარტიის რამდენიმე ლიდერის მხრიდან კაბინეტური დამოკიდებულება. ნიკა მელიას შეფასებით ახლა, როცა რამდენიმე თვეში არჩევნებია, როცა ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, პარტიის დატოვება ზურგში დანის დარტყმას და ღალატს ნიშნნავს: „სიის ათეული დაკომპლექტებული იქნება სრულიად ახალი სახეებით, რომლებიც დღემდე პარლამენტში არასოდეს არ ყოფილან. საარჩევნო სიის პირველ ათეულში არ იქნება არცერთი პოლიტიკური ლიდერი.

გიორგი ვაშაძეს ჰქონდა შეთავაზება პარტიული პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ იგი დაიკავებდა მეთერთმეტე ადგილს. მე მიმაჩნია, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მესამე ვიქნები, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, თუ ორმოცდამეათე.

ალბათ მისთვის ეს არის წასვლის მიზეზი, რომ იგი პირველ ათულში ვერ ხვდებოდა. პირველი ათეული უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად განახლებული და ასეც იქნება.

გიორგიმ რამდენიმე დღის წინ ასე დასვა საკითხი, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს პირველ ათეულში, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ჩემთვის.

მე ვთვლი, როდესაც ივანიშვილთან ვარ ომში შესული, ვებრძვით იმ ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო იმ მდგომარეობაში რომ არის სიღარიბე, არის უმუშევრობა და არის აბსოლიტურად ჩამოშლილი ინსტიტუციონალური სისტემა და როცა 8 ოქტომბერს კარს მომდგარი გვაქვს არჩევნები – ასეთი საქციელი იგივეა, რომ ადამიანს ზურგში დანას ურტყამ.
რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ერთი შეფასება ეძლევა – ღალატის” – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: ასეთ საქციელს ერთი სახელი აქვს: ბოზობა!!!